დავით ზურაბიშვილი: ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა - ამას იდიოტიზმს დავარქმევდი

„ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს მთელი ეს ამბავი, ძირითადად, ბოიკოტის მომხრეთა რადიკალური პოზიცია. პოზიციაც არ ჰქვია ამას, ინფანტილური პოზიცია იმაზე, რომ მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც არჩევნებში გინდათ მონაწილეობა“, - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებული აზრთა სხვადასხვაობის შეფასებისას, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარ მიდგომას, არა ინფანტილიზმს, არამედ, იდიოტიზმს დაარქმევდა.
„არჩევნებში მონაწილეობით, თურმე, მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ვის თვალში მოხდება ლეგიტიმაცია, მართლა მაინტერესებს - თვითონ პროტესტის მონაწილეების თვალში, აშშ-ის, ევროპის და ე.ი. ესღა აკლია ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციამდე, რომ ჩაატაროს არჩევნები, თან, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაატარებს, გააყალბებს - არ გააყალბებს, დაიწერს - არ დაიწერს, მთავარია, ორმა-სამმა პარტიამ მონაწილეობა თუ მიიღო, დამთავრდა, მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა ჩაიყარა წყალში - ამას მე იდიოტიზმს დავარქმევდი, ინფანტილიზმსაც არა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განმარტებით, ესმის გამწარებული აქტივისტების, თუმცა, აქტივიზმი და პროტესტი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა მთლიანად პოლიტიკური პროცესი.
„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან გამწარებულები არიან და ყველანაირი ინტერაქცია ეზიზღებათ ხელისუფლებასთან, მაგრამ, ერთია აქტივიზმი, პროტესტი, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლება, მხოლოდ იმით, რომ ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში, დავდგეთ მაგრად, არ წავიდეთ არსად, არაფერში გავეკაროთ ხელისუფლებას და ხელისუფლება დაინგრევა შიგნიდან - ბუნებრივია, ასე არ მოხდება.
ასე არსად არასდროს მომხდარა და ვერც მოხდება ვერასდროს. ეს არის ნაწილი, უნდა იყოს, მაგრამ, ამის გარდა, კიდევ უნდა იყოს რაღაც. რაც შეეხება არჩევნებს, აქ არის ორი ვარიანტი. ბოიკოტის ვარიანტი, რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილოს ოპოზიციამ და პოლიტიკურმა სპექტრმაც, მაგრამ აქ არის ორი ვარიანტი - ერთია, აქტიური ბოიკოტი, როდესაც შეგიძლია ჩაშალო ეს არჩევნები, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია. არჩევნების ჩაშლა არ შეგიძლია, ავიღოთ მაშინ მეორე ვარიანტი: რა ხდება, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები გამოაცხადებენ ბოიკოტს. რა მოხდება, ძალიან მარტივია, წინასწარმეტყველებას არ ვიტყვი - მოხდება ის, რომ ჩვეულებრივად ჩაატარებს არჩევნებს ხელისუფლება, რამდენიმე წვრილი პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არანაირი დარღვევა არსად არაფრის იქნება, მშვიდად, წყნარ ვითარებაში ჩაატარებს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...
1749142416
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...
1749140800
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის
დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...