მაკა ბოჭორიშვილი: განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე

განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, თბილისში მიმდინარე განვითარების რეგიონულ ფორუმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამომსვლელებმა მთავარი აქცენტი სწორედ მშვიდობის შენარჩუნებაზე გააკეთეს.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინ ვიდექით და მშვიდობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. თავგამოდებით ვიცავდით და ვიცავთ სწორედ მას. ეს საფრთხეები არსად არის წასული. არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და ესეც არაერთხელ აღინიშნა, რომ ერთია რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე რა თქმა უნდა შემდგომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის როლზე, განსაკუთრებით „შუა დერეფანში“, „შუა დერეფნის“ განვითარებაზე აქ რა თქმა უნდა სხვა მნიშვნელობას იძენს რეგიონში მშვიდობა, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობები და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ამ თემას დღეს.
მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვისაც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1749221146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...
1749217855
მსოფლიოThe Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...