დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე იმყოფება. ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ამ დაძაბულობის ეპიცენტრად ჩვენი რეგიონის ორი ლოკაცია იქცა, ამიტომ მეტი სიფრთხილე, გონიერება და წინდახედულობა გვმართებს

მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე იმყოფება. ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ამ დაძაბულობის ეპიცენტრად ჩვენი რეგიონის ორი ლოკაცია იქცა. ამიტომ მეტი სიფრთხილე, გონიერება და წინდახედულობა გვმართებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„ვფიქრობ, რომ შევძლებთ, როგორც აქამდე ავიცილეთ რისკები, მომავალშიც შევინარჩუნოთ მშვიდობიანი ცხოვრება. საქართველოს დიდი ხანია არ ჰპატიობენ იმას, რომ ის წარმოადგენს მშვიდობის კუნძულს; რომ ის ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება გარე დაკვეთებს; რომ არ შეასრულა ომში ჩართვის მითითება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში და არ გახდა სრულად დამოკიდებული სხვისი გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

მთავარ პოლიტიკურ ასპარეზზე, სადაც აქციებისა და დემონსტრაციების ისტორია კარგად გვახსოვს, ყოველთვის დამოუკიდებლობის მოთხოვნა დომინირებდა. დღეს ვუყურებ, რომ ერთი მცირე ჯგუფი მუდმივად მოითხოვს დამოკიდებულებას. ეს მიუღებელია, რადგან შესაძლოა ამგვარი ბრმად სიარულით ძალიან ცუდ გზაზე აღმოვჩნდეთ, როგორც ქვეყანა, ისე საზოგადოება. სამწუხაროა, როცა ელჩები წარმოდგენილნი არიან როგორც „დიფ სთეიტის“ აქტივისტები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც მათი ქვეყნების ინტერესებს, ისე დიპლომატიურ სტანდარტებს. ელჩების ჩარევა შიდა სახელმწიფო საქმეებში, რასაც ვენეციის კონვენცია კრძალავს, ძალიან ხშირად ხდება ჩვენს რეალობაში,“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750666747

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი, მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა

 გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვისმოჰქონდა სერიოზული ზიანი, ვერ დავიჯერებ,რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდსისულელით და არა დაკვეთების და დავალებისშესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოსპრემიე...

ირაკლი კობახიძე

1750665169

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია

 „ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობაა, პასუხისმგებლობას გაექცეს და ისრები იქ გადაიტანოს, სადაც არაფერ შუაშია პოლიტიკური დევნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1750665103

მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეი: ისრაელი უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც

 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელმა დიდი დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს. „სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა. ის უნდა დაისაჯოს და ისჯე...

აიათოლა ალი ხამენეი

1750664330

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქ...

ცეცხლსასროლი იარაღები

1750664181

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება

 პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას...

პოლიტიკა