პაპუაშვილი: გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო

 გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ ჩაატარა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან თავს იკავებს გიორგი გახარია. იმიზეზებს, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება, მისცა შესაძლებლობა, რომ 2 ივლისს გამოცხადდეს. რაც შეეხება თავად საკითხს - გვიმტკიცებდნენ გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს მათ ასეთი ქცევით შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო.

აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ მაშინ ჩაატარა. სხვათა შორის წინა ჯერზე, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლადჩორჩანას ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.

„მიუხედავად ამისა, მან ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად და მათ შორის, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლადაც, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ჩადგა საგუშაგო, რასაც მოყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ ეს საგუშაგო აეღოთ. მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ ხუთი დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ხელისუფლების ეფექტური ტერიტორიული კონტროლის ქვეშ.

მათ შორის, დაემატა ერთი მობილური საგუშაგო, დაემატა იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელსაც ტიპურად მიყვებოდა საოკუპაციო ძალა, მავთულხლართების გაბმის დროს და იმ ხაზს გადმოსცდნენ კიდევ აქეთ და ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გავიდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან, მათ შორის მოსახლეობას დღეს აღარ შეუძლია ამ ტერიტორიით სარგებლობა, ამ ტყით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით. ასე რომ, ნელ-ნელა იკვეთება ეს სურათი და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას გასცეს პასუხი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750677852

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დ...

მამუკა ხაზარაძე

1750677782

სპორტი

ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი ძიუდოისტი IJF-ის რეიტინგის სათავეშია

 25 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში გალიდერდა. ლიპარტელიანმა წარმატებას მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის მოგების წყალობით მიაღწია. ახლა, მის აქტი...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1750675768

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი ვალდებულებები გაწერილი

 არანაირი სამართლებრივი საფუძველი უვიზო მიმოსვლის შეჩერების არ არსებობს. უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდ...

პაპუაშვილი

1750675712

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ

 ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან მახსოვს, ასეთი სიტყვები, თუ როგორ სცემდა მამას რომან შამათავა. სადისტი, არაადამიანი და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რ...

პაატა ქარდავას შვილი

1750671264

ახალი ამბები

ვალტერ შაკაია რიყის ქონების ჩამორთმევაზე: ვიფიქრეთ, გიგა ბოკერიას შევხვდებოდით, კარგად ვიყავით მასთან - ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ბოკერიას საუბრიდან ისე გამოდიოდა, რომ კმაყოფილი იყო პროკურატურაში როგორც მაშინებდნენ და მექცეოდნენ

 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი სა...

ვალტერ შაკაია