დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.
მისი თქმით, ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.
„დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
გილოცავთ!
ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა.
სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ “ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!
არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
1747484714
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. „ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდ...
1747481396
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღეზე: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები - გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია
„აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა“, - წერს ექსპ...
1747480371
ახალი ამბებიმეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახ...
1747479486
ახალი ამბებიცოტნე ივანიშვილი: გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს - მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ტრადიციები, პატივი ჩვენს მშობლებს
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება. „გილოცავთ თქვენ და სრ...
1747478633
ახალი ამბებიქაშვეთის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს მეუფე შიო აღავლენს. ქაშვეთთან იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ი...