დიმიტრი სამხარაძე: ვინც კანონს დაარღვევს, ყველას მოეთხოვება პასუხი - საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია და პრემიერი ირაკლი კობახიძე

ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ან უდანაშაულობაზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ეს პროკურატურის საქმეა და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს! - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ოპოზიციას კი, მმართველი გუნდი არ მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პოლიციაზე განაზოგადონ.

“ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც კანონს დაარღვევს, არავის ეპატიება! ყველას მოეთხოვება პასუხი და ხელს თავზე არავის გადავუსვამთ!

საქართველოში სხვა რეალობაა, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერისკაცი ბატონი ბიძინაა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

პოლიციაში ბევრი ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მსახურობს, საამაყო ქართველები, რომლებიც ყოველდღე საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სხვების უსაფრთხოებას, ემსახურებიან საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ფარად დგანან!

ჩასაფრებულ და გაფარჩაკებულ ოპოზიციას კი არ მივცემთ უფლებას, რამდენიმე ადამიანის შესაძლო დანაშაული მთელ პირად შემადგენლობას გადააბრალონ!

შსს-ს ჰყავს ღირსეული მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ასევე ღირსეული მოადგილეები, ქვეყნის პატრიოტები!

ყველა ღირსეული, პატრიოტი და პატიოსანი პოლიციელის გვერდით ვიდგები პირადად მე, დიტო სამხარაძე!

გვეიმედებით და მადლობა, რომ ემსახურებით საქართველოს!

პოლიციელი გმირია” - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779898482

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მეჩეთში...

საქართველოს პრეზიდენტ

1779894336

საზოგადოება

პრემიერი 26 მაისის აქციაზე: როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და აწყობ საპროტესტო აქციას, არის თავხედობის გამოხატულება

როდესაც იცი, რომ ამ დღეს თავის დროზე მოწყობილი გაქვს უმძიმესი ღამე შენი თანამოქალაქეებისთვის, სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველის გამზირი და ადამიანები გყავს დახოცილი და როდესაც იცი, რომ ამ დღეს შენ აწყ...

ირაკლი კობახიძე

1779894199

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში, დაახლოებით 1 წელიწადში, 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ

ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებ...

ირაკლი კობახიძე

1779893308

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე: ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1779893252

საზოგადოება

პრემიერი: არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი პირდაპირ წარმოადგენს „დიფ სთეითს“

არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე