ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (საერთო ჯამში 111 აბი) აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.
აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1754921972
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთს...
1754921340
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან...
1754919846
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში - ვაჟა მაღრაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა. ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კან...
1754918645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია
დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით - 63 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტი...
1754917770
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და2.6948 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6964 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...