ირაკლი კობახიძემ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა - „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან მერობის ახალი კანდიდატები დაასახელა ბაღდათში, ზესტაფონში და ტყიბულში, ხოლო, დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში, მმართველი გუნდის კანდიდატები კვლავ მოქმედი მერები ან მერის მოვალეობის შემსრულებლები არიან.
„ქუთაისში: დავით ერემეიშვილი, საჩხერეში: ლევან ივანაშვილი, ჭიათურაში: გივი მოდებაძე, ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი, თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე, ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი, სამტრედიაში: დავით ბახტაძე, ხონში: ლადო ჯურხაძე, წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე
ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1754922104
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები 6-დან 4 მუნიციპალიტეტში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა, ახალციხეში მერობის კანდიდატი იქნება ვარლამ წიკლაური, ბორჯომში - მამუკა გელაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, „...
1754922039
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა. მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხ...
1754921972
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა: თიანეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილია მოქმედი მერის კანდიდატურა, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში კი „ქართულ ოცნებას“ მერობის ახალი კანდიდატები ჰყავს
მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს - ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, მცხეთაში, დუშეთს...
1754921340
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, რუსთავში, გარდაბანში, დმანისსა და წალკაში კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, მარნეულში - დაური ისმაილოვი, თეთრიწყაროში - მიხეილ აფციაური, ბოლნისში - ზამური ჭითანავა
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. შვიდი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, კანდიდატებად კვლავ მოქმედი მერები არიან...
1754919846
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ხუთში, კანდიდატებად მოქმედი მერები წარადგინა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყვარელში ილია მზექალაშვილია, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში - ვაჟა მაღრაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა. ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კან...