გენადი ბალანჩივაძე: დარწმუნებული ვარ ჩემი წყალტუბოელი ხალხის სწორ გადაწყვეტილებაში - დღესდღეობით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, გზის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი მოწყობილია, ახალი ხედვები გვაქვს წყალტუბოს განვითარების შესახებ

განსაკუთრებული ყურადღება, ამ ოთხი წლის განმავლობაში, გამახვილებული იყო როგორც საგზაო, ისე წყლის ინფრასტრუქტურაზე. დღესდღეობით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, გზის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი მოწყობილია. წყალარინების და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს მესამე წელია და მთავრდება 2026 წელს - ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს წყალტუბოში, არამარტო ქალაქის განვითარებას, არამედ სანატორიუმების მოწყობას. ეს სანატორიუმები ზუსტად იმ ინფრასტრუქტურაზეა გათვლილი, რომელიც ახლა ეწყობა, - განაცხადა წყალტუბოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გენადი ბალანჩივაძემ, რომელიც 2025 წლის არჩევნებში, მერობისთვის მეორე ვადით იბრძოლებს.

ბალანჩივაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ წყალტუბოელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მათთან ერთად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეძლებს მუნიციპალიტეტზე ზრუნვას.

მან ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, უკვე 10 სახლია აშენებული, უახლოეს მომავალში კი, 7 სახლი აშენდება და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

„მე, როგორც კანდიდატი, დარწმუნებული ვარ ჩემი წყალტუბოელი ხალხის, „ქართული ოცნების" მხარდამჭერის სწორ გადაწყვეტილებაში და წყალტუბოელებთან ერთად, მომავალში ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ. სამი წლის წინ დავიწყე სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა და ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მერობის პერიოდში მომიწია ასეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც საცხოვრებელი საერთოდ არ ჰქონდათ და ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ამიტომ დავიწყე ეს ყველაფერი და დღემდე უკვე 10 სახლი გვაქვს აშენებული, რომელიც უკვე გადაცემულია მოსახლეობაზე და იქ ცხოვრობენ, ახლა ვაშენებთ 7 სახლს, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დასრულდება და ოქტომბრის თვეში გადაეცემა შეჭირვებულ ადამიანებს." - აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ. მერობის კანდიდატის თქმით, წყალტუბოს განვითარების შესახებ ახალი ხედვები აქვს, კერძოდ, სხვა მიმართულებებთან ერთად, მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყურადღება გამახვილდება სპორტულ ტურიზმზე "ახლა გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, კეთდება სპორტული მოედნები, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, რომელიც მოსახლეობასა და დამსვენებელზეა გათვლილი. მომავალი ოთხი წელი, ახალი ხედვები გვაქვს წყალტუბოს განვითარების შესახებ- სპორტულ ტურიზმს უნდა შევუწყოთ ხელი, ამიტომ 2026 წელს დაიწყება ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მთლიანი რეაბილიტაცია. ამავდროულად, აშენდება რაგბის ახალი სტადიონი. ყოველწლიურად წყალტუბოში დამსვენებელთა რაოდენობა 20 პროცენტით იზრდება, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ამას ვაკეთებთ კიდეც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, წყალტუბო განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს არა ევროპაში, არამედ, მსოფლიოში." - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755196518

საზოგადოება

შალვა პერანიძე: დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, კახა კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს

„მოგესალმებით ჩემო დიდ დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო, სოფელ დიღმელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და თქვენი წარმომადგენელი თბილისის საკრებ...

შალვა პერანიძე

1755195109

მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯში, სადაც ხვალ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართება. დღის მეორე ნახევარში მოსკოვიდან ანკორიჯისკენ კიდევ ორი სამთავრობო თვითმფრინავი...

სამთავრობო თვითმფრინავი

1755193443

მსოფლიო

მაკრონი: ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოავლინა. გუშინ, ტრამპმა სატელეფონო ს...

მაკრონი და ტრამპი

1755193388

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - 25 პროცენტია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული

25%-ია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. Fox Radio-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სცენ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1755191749

საზოგადოება

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი: კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

„ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მზექალაშვილმა გასული წლების მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატი სამომავლ...

ილია მზექალაშვილი