გიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს

საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე გავყავდით საკნიდან, ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს, შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა გეტყვიო ზუსტად სად იარაო, მარშრუტსო. რად მინდა მე ვუთხარი რომ მეუბნები ახლა მაგასთქო? აი იცოდეო, რომ გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, - განაცხადა ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

„5 დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები, რომ პატიმარს არ ეჭამა საჭმელი. პატიმარს ეუბნება ეს თუ შიმშილობს შენ რატომ ჭამო და აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში და დაუდო და მე რომ ვთქვი ამაზე პროტესტი, ამ პატიმარმა მთხოვა გეხვეწები ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.

ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746010769

საზოგადოება

7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

7 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფი...

ოცნება ქართული

1746010065

საზოგადოება

თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, -...

კახა კალაძე

1746010013

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ირაკლი გედენიძე

1746008902

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე: წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფ...

ირაკლი გედენიძე

1746008718

საზოგადოება

ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

ვარძიის მიმდებარედ მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.  არსებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცე...

ვარზიაა