"გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის" - გიორგი კალანდია "რადიო თავისუფლებას" მიმართავს

"ნახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!? ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?! რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად!"- ასე გამოეხმაურა ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ერეკლე მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სტატიას.

"იშვიათად ვყოფილვარ ასეთი აღშფოთებული!

სამწუხაროდ რადიო "თავისუფლება" (ქართული გამოცემა) ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა!

ნახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!?

ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?!

რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად! დღესაც მიზანი იგივეა!

დღეს როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს! ეს ის პატარა კახია, რომელიც ინგლისელებმა გმირ ჰერაკლეს შეადარეს, ირლანდიელებმა " ახალი ჰერკულესი" უწოდეს, პორტუგალიელებმა და პრუსიელებმა "აღმოსავლეთის ლომად" შერაცხეს!

სულმნათი და ნეტარხსენებული მეფე ერეკლე, რომელიც ქართველობამ დაჩეხილი და ასგზის ნაიარევი სხეულით დაკრძალა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში დაფლულ საქართველოს "ცხელ გულად" მიიჩნია...  " ბრწყინვალე მეფე საქართველოისა" - ეს კი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია!

ასე რომ გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის ბატონებო!

ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია რომელსაც წარმატება არ უწერია“- წერს გიორგი კალანდია.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751393232

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს 3 მედალი მოიპოვეს. ლუკა კოჩალიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (87კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ოქ...

ქართველმა მოჭიდავეებ

1751393159

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია

ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...

მარიამ ქვრივიშვილი

1751391906

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...

სულხან თამაზაშვილი

1751391869

მსოფლიო

პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...

პუტინი და მაკრონი

1751389681

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...

მაკა ბოჭორიშვილი