იაგო ხვიჩია: დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.

„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ, ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757620270

საზოგადოება

პრემიერი: სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად ჩანს, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არჩევნებში და არც ქუჩაში

 სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად...

ირაკლი კობახიძე

1757620171

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს

 როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...

ირაკლი კობახიძე

1757618565

საზოგადოება

გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...

გედევან ფოფხაძე

1757616318

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....

კრისტოფერ ლანდაუ

1757614098

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...

ჩარლი კირკი გარდაიცვალა