ზურაბ ხიზანიშვილი: ოქტომბერში ურთულესი მატჩები გველის. ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება

თურქეთთან და ბულგარეთთან ორი განსხვავებული მატჩი ჩავატარეთ. ბიჭებმა მოახერხეს ძალების აღდგენა და შეცდომების გამოსწორება. მადლობა ყველა ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პირველივე წუთებზე ურთულესი ბურთი მოიგერია, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა.

მან ბულგარეთთან მოგებული მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებების, გამარჯვებას.

კაშიას რაც შეეხება, დიდი პატივისცემა გურამს. სანიოლი ესაუბრა მას და მწვრთნელმა პროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს. ლომინაძეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გამოვიძახეთ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. გოგლიჩიძეზე იგივე შემიძლაი ვთქვა, რაც ლომინაძეზე. საბა სწრაფი და აქტიური ფეხბურთელია, სერია A-ში თამაშობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. ის იქნება მცველი, ვინც ნაკრებში წლების განმავლობაში ითამაშებს.

ოქტომბერში ესპანეთსა და თურქეთში ორი რთული თამაში გველის. ჯგუფიდან გასვლის შანსები ჯერ ისევ არის და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

კაშია გუნდის კაპიტანია, ამავე დროს, გადავწყვიტეთ, რომ კვარაცხელია, კიტეიშვილი და კაკაბაძე ვიცე-კაპიტნები იქნებიან. დღევანდელ თამაშში გადავწყვიტეთ, კაპიტნობა ხვიჩასთვის მიგვენდო. ის მოედანზე გუნდის ლიდერია, მაგრამ ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იქნება კაპიტანი.

ოქტომბერში ურთულესი მატჩები გველის. გვსურს, ყველასთან თანაბრად ვითამაშოთ. თურქეთთან კი რაც დაგვაკლდა, ეს სწრაფი თამაში იყო და ამის გამო დავმარცხდით. რეალობიდან გამომდინარე, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება“, - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757265697

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებს: ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ყველასთვის ხართ ანგარიშგასაწევი ძალა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1757264055

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, - განაცხადა გადაცე...

შალვა პაპუაშვილი

1757263207

სპორტი

თორნიკე შენგელია: ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით

საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.  „სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც...

თორნიკე შენგელია

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

1757260350

საზოგადოება

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...

მიხეილ ყაველაშვილჯ