იაგო ხვიჩია საპარლამენტო არჩევნებზე: მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ

„მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით იმიტომ არის შეგუებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო.
„რა შუაშია მე რამდენი ავიღე, მე საერთოდ მგონია, რომ ამ არჩევნებზე 97% აიღო ბიძინამ და 3% ავიღეთ ჩვენ. 97-ით 3 მოგვიგო ბიძინამ და ამიტომ ვარ შეგუებული „ქართული ოცნების“ მმართველობას სხვა პარტიებისგან განსხვავებით.
თავიდანვე ვიძახდი, არჩევნების მეორე დღეს, ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევნები ბიძინამ მოგვიგო 97-ით 3-იო და ეს აისახა პარლამენტში, 100% არის ბიძინასი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, 97-ით 3 კი არა, 90-ით 10 რომ მოეგო, სხვა სიტუაცია იქნებოდა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...
1749217855
მსოფლიოThe Wall Street Journal: ტრამპმა შესაძლოა მასკისგან ნაყიდ Tesla-ს ავტომობილზე უარი თქვას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიერ ნაყიდი Tesla-ს მარკის ავტომობილზე, შესაძლოა, უარი თქვას. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამო...
1749216943
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ
ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...