ირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე

სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი (50%-მდე), საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მჯერა, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ასეთი წარმატებული რეფორმებით, თანამედროვე სიახლეებისა და სამხედრო ტრადიციების შერწყმით გააგრძელებს თავდაცვის ძალები განვითარებას. ქართულმა ჯარმა ჩამოყალიბებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპები გაიარა. ყველაფერი კი 34 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში“, - აღნიშნა თავდაცვმის მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა.
„ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, თუმცა მის საფუძველზე, სამშობლოსათვის თავგანწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი.
ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა.
1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ჰყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში.
ხოლო, 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები.
წლების მანძილზე, თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვრთნებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა.
მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის.
დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეული თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 30 წელზე მეტია ემსახურებიან სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.
ჩემთვის და ყველა თაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჩვენი ჯარის მშენებლობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება.
ჩვენი ხელისფლების - დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩართულობით ჩვენ აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი ჯარის გაძლიერების და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის ნდობით ვიდგე თქვენს გვერდით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისთვის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ დაუღალავი შრომისათვის, გუნდის ძლიერი და კეთილსინდისიერი ლიდერობისთვის და რა თქმა უნდა ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის.
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
ასევე მადლობა ეკუთვნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც ქართული ჯარი სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რათა განვაახლოთ ლოგისტიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით, გავატაროთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები.
გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში, ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება, რათა შევქმნათ კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი.
თავდაცვის ძალების განვითარების და გაძლიერებისა გზაზე უმნიშვნელოვანესია სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი.
სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავისი 31-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მის მოადგილეებს, სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
1746010065
საზოგადოებათბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, -...
1746010013
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746008902
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს
წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფ...
1746008718
საზოგადოებავარძიის მიმდებარედ, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
ვარძიის მიმდებარედ მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. არსებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცე...
1746008164
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვით-თქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე, დამადო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, გათხრილ საფლავ...