ირაკლი კირცხალია ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: არასასიამოვნოა, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

არასასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც საუბარი არის შენი გუნდის ყოფილ წევრზე და ადამიანზე, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოზიციას. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ის ფაქტი, როდესაც ვხედავთ ასეთ ბრალდებას თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტს.
„წარმოუდგენელია, რადგან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რომელ პერიოდში იკავებდა ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხდებოდა ღია და უხეში შეტევა ჩვენი ქვეყნის მიმართ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გავდიოდით დანის პირზე და იდგა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. დღესაც ეს საფრთხე არსად წასულა.
ომში ჩათრევის უდიდესი რისკის წინაშე იდგა საქართველო. ამ ურთულეს პერიოდში ზეწოლა მიმდინარეობს ქვეყანაზე, ყველა ინსტიტუციაზე, თანამდებობის პირზე, კარგად გახსოვთ, მარტო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა, მათ შორის, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრზე, იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება. ასეთ დროს კი იკავებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ბრალდებაში ვისმენთ, რომ ბრალდებულია ჯარის, თავდაცვის ძალების თანხების მითვისებაში, შემაშფოთებელი ფაქტია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ყველანი ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვიცით ის, რაც გაჟღერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობასაც, ეტაპობრივად, რაც საჭირო იქნება, გააცნობენ საზოგადოებას შესაბამისი უწყებები“, - აღნიშნა კირცხალიამ.
სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.
1757620270
საზოგადოებაპრემიერი: სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად ჩანს, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არც არჩევნებში და არც ქუჩაში
სახედაკარგული ადამიანებისგან შედგება დღეს რადიკალური ოპოზიცია, არც ქალის სახე აქვთ, არც კაცის, არც ქართველის, ასეთ ფონზე, როდესაც რაღაც შიშებზე ლაპარაკობენ, ვის უნდა ჰქონდეს შიშები, ეს ძალიან კარგად...
1757620171
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს
როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. პრემიერის თქმით, ტრაგედიაა...
1757618565
საზოგადოებაგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“: ამათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ PALITRA NEWS-ის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადა...
1757616318
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: უცხოელები, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელნი არიან. გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, მიამბეთ უცხოელების ამგვარი გამონათქვამების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში ხალხს სთხოვა შეატყობინონ იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ....
1757614098
მსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მ...