ირაკლი კირცხალია „მეგობარი აქტზე“: სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად

სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ჰკითხა, შეფასებების გარდა, რა გაიგო კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტიდან მან, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელმა.
„ვნახე კადრები, ამ აქტის სულის ჩამდგმელები და აქტორები - ბატონი უილსონი და მისი მეგობრები საქართველოსთან მიმართებით ხშირად ახსენებენ სიტყვა „კოშმარს“. არ მინდა პასუხგაუცემელი დავტოვო მათი აგენტურული ქსელი საქართველოში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რომ კოშმარი არის სწორედ ის ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. სანქციებზეა საუბარი. ჯერ ისიც საკითხავია, ვისთვის აწესებენ სანქციებს. გულისხმობენ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან გზაზე ატარა, რომ ქვეყანა ომის ქარცეცხლში არაა გახვეული?! ეს [აქტი] ერთადერთ რამეზეა გათვლილი, რომ ჯო უილსონის და მისნაირების მიერ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს Proxy სახელმწიფოდ - მათი ინტერესების გამტარად.
ძალიან მარტივია, მათ სჭირდებათ საქართველოში ყურმოჭრილი მონა ხელისუფლება, რაც ვერ გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ, სანამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სივრცეში და სანამ ქართული საზოგადოება არსებებს, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხს ეუბნება ჯო უილსონს და მისნაირებს აშშ-ში და EPP-ის წარმომადგენლებს. სურვილი ერთია, რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს მათი მონა-მორჩილი ხელისუფლება, რომელიც თვალდაუხამხამებლად გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პატრონების ინტერესების დასაცავად. „მეგობარი აქტის“ მიზანი არის ის, რომ შექმნან პოლიტიკური საკენკი და ამ სიტყვას სპეციალურად ვხმარობ. საკენკი დაუყარონ იმ დაჯგუფებებს, რომ მათ აქ [საქართველოში] როგორღაც იფუნქციონირონ და ისტორიულ მინიმუმამდე დასულ ამომრჩეველთან პოლიტიკური ამინდი შექმნან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი.
1746541730
საზოგადოებაპაატა სალია: მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. სალია გამორიცხ...
1746541655
მსოფლიოუკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული ტყვეობიდან 205 უკრაინელი მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა. „დღეს უკრაინამ...
1746540265
საზოგადოებამეუფე იაკობი: რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება?
„რომელიმეს ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა? ჩვენზე ვაჟკაცები არიან? რუსს რომ იძახიან და უარესად ექცევი, ასე შეიძლება? იმან 20% მოახდინა, შენ რომ გონების ოკუპაციას უკეთებ ხალხს, შეიძლება?“ - ამის შე...
1746537895
მსოფლიოჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს. ჟურნალისტებმა...
1746537077
საზოგადოებაკახა მიქიაშვილი დათა თავაძის სპექტაკლზე: არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე
„უამრავი სპექტაკლი გვინახავს ან გაგვიგია, სადაც სიშიშვლეა და არავის არ ჰქონია მძაფრი რეაქცია, მაგრამ არის თემები, რაც უზნეობაა! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია არც თ...