ირაკლი კობახიძე: BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, მასშტაბური იყო კლინიკებში მიმართვიანობა და დიდხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა.
„ბი-ბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში. გახსოვთ, 9 აპრილის დროს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენ ხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არის. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშებს დასცვივდათ ბუმბულები. ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი ეს სკანდალის აწევის იაფფასიანი მცდელობა“, - განაცხადა პრემიერმა.
1764933776
საზოგადოებაპრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე - პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას
„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხა...
1764933194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად...
1764932764
ახალი ამბებიBBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს. BB...
1764932089
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა
ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...
1764932059
საზოგადოებადავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ
„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....



























