ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ რეკორდი

ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.
„ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, კახი კალაძეს მივულოცო დღევანდელი დღე, საარჩევნო შტაბის გახსნა. უკვე საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები, მე ვიტყოდი, შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, რადგან კონკურენტები, უბრალოდ, არ ჰყავს კახა კალაძეს. არც პარტიულად გვყავს მაინცდამაინც კონკურენტები, თუმცა, ჩვენით უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მიზნად დავისახოთ რეკორდების დამყარება.
ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით. გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და პარტიული კუთხით უნდა მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც პირადად კახა კალაძესა და მის გუნდს აქვს გაკეთებული თბილისისთვის.
ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი რვა წლის წინ და, როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში. გამორჩეული გემოვნებითა, სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდებოდა თითოეული საქმე. ამაში უპირველესი და მთავარი დამსახურება ეკუთვნის კახა კალაძეს.
მე, როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უკეთებია. გუნდის გარეშე შეუძლებელია ამ საქმეების კეთება. კახა კალაძეს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი.
ცოტა ხნის წინ გვქონდა თბილისის საკრებულოს ჯერ მაჟორიტარების, შემდეგ პროპორციული სიის წარდგენა. ვიცით, როგორ ძლიერია მერიაში კახა კალაძის გუნდი. ეს გუნდი და უპირველესად კახა კალაძე არიან გარანტი, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს კახა კალაძეს. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
1757013877
საზოგადოებავოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...
1757011853
მსოფლიოჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხად...
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.