ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების კუთხით და ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერმა.
1750243338
ახალი ამბებიშსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...
1750241986
ახალი ამბებიმალხაზ თოფურია: ანწუხელიძის ქვეყანაში ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო?! ამით სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება მამის დამჭრელ, მუდმივად „კაიფში“ მყოფ, თვალებშეღებილ კაცს გმირი უწოდო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ. მალხაზ თოფურია საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლ...
1750240538
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ბორის ჩელე ყურუას აღიარებაზე: ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები
ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამე...
1750239290
საზოგადოებათოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის...
1750238881
საზოგადოებავეტერანი თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - შემდეგ გამოჩნდა სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა
ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა - ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვი...