თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ.

მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის იმჟამინდელმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, გამოხატა შეშფოთება ვეტერანების დარბევასა და დაკავებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთამ შეიპყრო, რამდენადაც მათთვის წმინდა ადგილიდან მიიღეს შენიშვნა, შესაბამისად მეორე დღესვე 400 ლარის დაკისრებით გაათავისუფლეს დაკავებული ვეტერანები.

„ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება ეს რა ჩაიდინეთო, როგორ შეგეძლოთო. ადამიანს, რომელსაც 26 მაისი, 7 ნოემბერი არ გაუპროტესტებია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მათთვის უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები იმ წამში ყველანაირად რბილად, მეორე დღეს ყველანი, მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით 400 ლარიანს, ძალიან გვიჭირდა ეკონომიურად, რომ გვირჩევნია ჩაგვსვათ, მაინც 400 ლარიანები მოგვისაჯეს, ორკვირიანი პატიმრობა მართლა გვერჩივნა, სერიოზულად. მუშაობის საშუალება არ გვქონდა. მაინც 400 ლარი მოგვისაჯეს და გამოგვიშვეს გარეთ ასეთი ზრდილობიანი პოლიცია დედამიწაზე მგონია, რომ არარის და თურმე მე რა ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა“,-განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750255025

ახალი ამბები

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...

ისრაელი და საქართველო

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა