„ის, რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთს, მის დაკრულზე ცეკვავს“ - დეკანოზი ილია კარკაძე

„ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი? მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქ რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს“, - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ საკვირაო ქადაგებაზე.

მისი თქმით, ეს კანონები აუცილებელია მისაღებად, რათა ფარდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია.

მისივე თქმით, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს.

„ისტორიას შეხედეთ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი? ქეთევანი? რომელი ერთი გინდა, მათთვის საქართველო იყო ოჯახი. იქ მოწინააღმდეგე გარე მტერი ჩანდა ყოველთვის. აქანა რა ხდება? გარე მტერი მრავალპარტიულობას იყენებს, ამიტომ, ის რომელიც აფინანსებს, არა შენს ქართულ ორიენტაციას იცავს, არამედ ვინც უკვეთავს, მის დაკრულზე კიდევაც ცეკვავს. ეს კანონები აუცილებელია მისაღებად იმიტომ, რომ ფარდა უნდა აეხადოს იმ პროცესებს, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია. შენ უნდა გესმოდეს, რომ ერთადერთ თავისუფლებას მხოლოდ ღვთისა და მამულის სიყვარული განიჭებს, სხვა არაფერი არ განიჭებს, ისტორიამ ეს გვაჩვენა. ევროპას თავისი იდეოლოგია გააჩნია, ამერიკას თავისი, ერთი მაპატიოს გარყვნა გაუბედურებით მოდის და დემოკრატიით, მაგრამ ფოჩებიან კამფეტებს, ფულებს და დაფინანსებებს აძლევენ, რათა ეს პატარა ორგანიზაციები, არასამთავრობოები, მათი მისიონერები და მქადაგებლები იყვნენ აქ“, - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები

1715684887

ახალი ამბები

„ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!“ - ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებ...

ნინო წილოსანი - პოლიტიკოსი

1715684764

ახალი ამბები

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას“ - დავით მათიკაშვილი

„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგ...

პოლიტიკოსები