ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადებამ ჯანმომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორ ქვეყანაში დაავადების 300-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 88 ადამიანი გარდაიცვალა.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული აფეთქება არ შეესაბამება COVID-19-ის მსგავსი პანდემიური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებს, ამიტომ ჯანმომ საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვის რეკომენდაცია არ გასცა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.

ებოლას ცხელება მძიმე, ხშირად სასიკვდილო დაავადებაა, რომელსაც ებოლას ვირუსი იწვევს. ვირუსი გადამდებია და შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმის სითხეების მეშვეობით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779013576

საზოგადოება

პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიან...

მიხეილ ყაველაშვილ

1779012739

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობა...

მაკა ბოჭორიშვილი

1779012052

საზოგადოება

შიო მესამე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრუ...

შიო მესამე:

1779011319

საზოგადოება

შიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის

დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიად...

შიო მესამე

1779010402

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა, მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა. „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ნამდ...

გენო პეტრიაშვილი