კლინიკიდან გამოწერეს „ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ აქციაზე ჭყლეტისას დაშავდა

„ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც გუშინ ღამით აქციაზე დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს. როგორც  ლინა პოღოსოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა, აქციის მონაწილეები აგრესიულები „იმედის“ მიკროფონის დანახვის გამო გახდნენ.

„მიკროფონის დანახვისთანავე მათ [აქციის მონაწილეებმა] დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები. გვაწვებოდნენ სპეციალურად და გვიყვიროდნენ, რომ ჩვენ ვართ მონები და რუსეთს ვემსახურებოდით. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა გასწია კამერა იმისთვის, რომ მათი სახეები ეჩვენებინა, გვთხოვეს, რომ კამერა გაგვეწია და არ გადაგვეღო მათი სახეები. დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვაპირებდი მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად მაწვებოდნენ ყელში იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი და ვინმე ჩამეწერა, რადგან პირდაპირ ეთერში ვიყავით. ვგრძნობდი ასევე გვერდებიდან მოჭერას, დამცინავ ტონს. როდესაც პოლიციამ სკამზე დამსვა, წინ ჯებირი გამოარღვია ერთმა ადამიანმა და პოლიციელს ეუბნებოდა, ვის იცავ, არ იცი რას აშუქებსო? ის, რომ შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრი, არის მათთვის მიუღებელი“, - აცხადებს ჟურნალისტი.

ჟურნალისტი გვიან ღამით კლინიკაში მუცლისა და გულმკერდის, ნეკნებისა და მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილით შეიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715760798

ახალი ამბები

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში - საქსტატი

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, დ...

ხელფასი

1715758448

საზოგადოება

„სასიამოვნოა, რომ მისი კუმირი ვიყავი“ - ხოსე მარია გუტი კვარაცხელიაზე

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გუტი კვარას ბავშვობის კუმირია და ესპანელმაც სწორედ ამის შესახებ ისაუბ...

ხოსე მარია გუტი

1715754219

ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ივანე გერკეული თავისუფალია. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის...

ივანე გერკეული

1715749613

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალ...

ამინდი

1715748278

ჰოროსკოპი

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გრძნობებს და ემოციებს არავის უზიარებთ და საკუთარ თავში მალავთ, რაც შინაგანად გაზიანებთ. ცდილობთ ყველა...

ყოველდღიური