კობა კობალაძე: საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში - დიდება გმირებს

 32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.


ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, გმირთა მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, ა(ა) იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ვეტერანები.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა ლევანმა (ჯანაშიამ) ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

‘„საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში... მედგარი და გულიანი ადამიანები ცხოვრობდნენ იქ; როდესაც მათზე ბევრად ძლიერი მტერი იერიშს ახორციელებდა და მიხვდნენ, რომ ძალის სიჭარბე სჯობნიდა თავდადებას, თავის თავზე გამოიძახეს საარტილერიო ცეცხლი. ჩვენს გვერდით მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ ეს უპრეცედენტო გმირობის მაგალითები... დიდება გმირებს! ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვის, იბრძოდა და შესწირა თავი,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.


კამანელებისთვის, 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა, მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მოწინააღმდეგის დესანტმა, სოფელ ახალშენსა და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა შეტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი გადმოსხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დამატებითი ძალები არ დაახმარეს. ქართველებმა, ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი, კამანელებმა, ტყვედ აიყვანეს. მისგან მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება, ძალიან ადვილი გახდებოდა.


ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობა, რომელმაც ტყვედ ჩავარდნას, სიკვდილი არჩია_ტაძრის ეზოში გახსნა ხელყუმბარა, თავი აიფეთქა და თან 4 ბოევიკიც გამოასალმა სიცოცხლეს. მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე-_ვისია ეს მიწაო, ბერმა უპასუხა: ‘’ეს მიწა ღვთისააო’’, რის გამოც, იგი, ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდვეს და დახვრიტეს.
თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საკუთარი სოფლის შენარჩუნება, კამანელებმა, ვერ შეძლეს; მოწინააღმდეგემ, სოფელში გადარჩენილი ქართველები, ტყვედ აიყვანა და სასტიკად გაუსწორდა. აფხაზების თქმით, ერთ-ერთი სახლიდან, მთელი დღის განმავლობაში ისროდა ვიღაც, სანამ ის სახლიც არ ააფეთქეს.

კამანში დაღუპული გმირები:

მღვდელ-მონაზონი ანდრია (ყურაშვილი), ური (გიორგი) ანუა, ზაზა პაკელიანი, მერი პაკელიანი, ავთო კახიანი, ვლადიმერ კახიანი, ელგუჯა გვიჩიანი, ადამ (ედიკა) გვიჩიანი, გოგი გურჩიანი, ზურაბ გურჩიანი, მალხაზ კახიანი, ალექსანდრე გამსახურდია, ვალო ჩხეტიანი, ეგნატე კვიციანი, ზური გიორბელიძე, მერაბ ჩხეტიანი, მურთაზ ჩხეტიანი, ინდიკო ჩხეტიანი, რევაზ კვანჭიანი, შოთა კვანჭიანი, გუნდიერ გულედანი, გენადი გადრანი, თამაზ ჩხეტიანი, ანზორ სუბელიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751734076

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო

 საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო. თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ...

თინათინ რუხაძე

1751728950

ახალი ამბები

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1751728855

საზოგადოება

მერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გა...

მერიკო კარტოზია

1751726195

საზოგადოება

ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟ...

კლავიატურა

1751724557

საზოგადოება

მაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას

 რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისი გა...

მაია ბითაძე