ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა. მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ზვიად შარაძის დასაბუთება გრიგორიადისის ადვოკატებმა ორბელიანის სასახლეში 24 აპრილს მიიტანეს, რის შემდეგაც, ზურაბიშვილმა ოფიციალურად მოაწერა ხელი შეწყალების აქტს.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-იდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714924909

ახალი ამბები

„კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა“ - ხვიჩა „უდინეზესთან“, სავარაუდოდ, არ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს“ – „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.    იტალიური გა...

კვარაცხელია

1714922336

სოციალური მედია

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, სალი ქურასბედიანი ავრცელებს. „მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებ...

თბილისში მე-11 დღეა კაცს ეძებენ

1714919865

სოციალური მედია

„დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა, უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს...“ - რას წერენ სოციალურ ქსელში სვანეთში მომხდარ ტრაგედიაზე

სოციალურ ქსელში მოქალაქე ჯაბა საღლიანი სვანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უფალს ევედრება, რომ დაკარგული ბავშვების ცხედრები მშობლებმა დროულად იპოვონ. „უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, ს...

ტრაგედია სვანეთში

1714917490

საზოგადოება

„იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო“ - რას ჰყვება დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პირველი არხის ეთერში იუდა ისკარიოტელზე და მის პასუხისმგებლობაზე ჰყვება.  „იუდა იყო მოციქული, რომელსაც ღმერთმა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს პასუხისმგებლობა იყო ი...

კახაბერ გოგოტიშვილი

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა