ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ში გამართული ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრულიად თანხვედრა არსებობს.
მისივე თქმით, არ არსებობს კონკრეტული კითხვები ან პირობები ქართული ხელისუფლების მიმართ, არსებობს მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს. ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. მოლოდინები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს განწყობა თანამშრომლობის და შედეგებს ველოდებით, რომელიც უნდა იყოს კონკრეტულ, ხელშესახებზე დაფუძნებული. ეს არის ჩვენსა და ასევე ამერიკელების ინტერესში. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროცესი არ არის ერთ დღეში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომტანი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მიმდინარე დიალოგი არის ძალიან პოზიტიური და ძალიან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან.
„ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობასა და ინტერესს აშშ-თან. ჩვენ გვინდა უფრო პროდუქტიული, ხელშესახები იყოს ეს თანამშრომლობა ამერიკასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
1746195224
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. არჩევნების გზით შედეგს ვერ მიაღწიეს და ცდილობენ, რომ რაიმე ფორმით არეულობა მოაწყონ. ხაბეიშვილის მუშტებზე ყურება, სწორედ გარე დაკვეთის რეფლექსია
ეს სცენარი გაშიფრული არის. უბრალოდ ამ სცენარს ასეთი იმპულსური გამოხტომები ახასიათებს ხოლმე. ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული სცენარი. ეს არის უცხოეთში მოფიქრებული სცენარი, რომელიც მეხუთე კოლონის ხე...
1746193138
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს
ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი გარკვეულ თემებში პოპულარობით თავის...
1746192394
საზოგადოებაცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და...
1746191064
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთში, ეთიოპიასა და ირლანდიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობი...
1746187042
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შე...