ირაკლი ქადაგიშვილი: იქნება ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც მაინც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი, „შურიგებლები“ , რომლებიც ეცდებიან, რომ არჩევნების ჩაშლაზე გარკვეული გეგმები დასახონ

ოპოზიცია დაბნეულია - მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ მოუწევთ აღიარება იმისა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მასში მონაწილეობას აზრი აქვს, არ მიიღონ მონაწილეობა ნიშნავს, რომ საერთოდ რადიკალურ მარგინალებად ჩამოყალიბდებიან. ამიტომ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის აქვთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებთან, ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს.

„ადგილობრივი არჩევნები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2020 წელს, როცა ანალოგიური საბოტაჟი მოაწყო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ, მაშინ ჩართო შარლ მიშელი და სხვათა შორის ჩაიდო ძალიან არაკონსტიტუციური დებულება (მაგრამ იმის გამო, რომ თითქოსდა ეს პოლიტიკურ პროცესს მოაწესრიგებდა), რომ თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. მოგეხსენებათ, ჩვენ მაშინ დაახლოებით 50%-მდე ხმა მივიღეთ. ანუ, უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობა იმიტომ, რომ გარდა ამ პოლიტიკური მდგენელისა ის უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებთან, ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს და საკმაოდ ეფექტურადაც“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, „მაგრამ მზად უნდა ვიყოთ მეორე ნაწილისთვისაც, ე.წ. „შეურიგებლებისთვის“, რომლებიც შეეცდებიან არჩევნების ჩასაშლელი გეგმების დასახვას“.

„ოპოზიცია ახლა დაბნეულობაშია - მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ისედაც აბსურდის დონემდე დაყვანილი ეს პოლიტიკა, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს საერთოდ კომიკურ ხასიათს იძენს იმიტომ, რომ მოუწევთ აღიარება იმისა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მასში მონაწილეობას აზრი აქვს. არ მიიღონ მონაწილეობა ნიშნავს, რომ ისედაც მარგინალიზაციის გზაზე მდგარი ეს რადიკალური ოპოზიცია საერთოდ რადიკალურ მარგინალებად ჩამოყალიბდება. ამიტომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის აქვთ. ეს არჩევანი თვითონ შექმნეს. ისინი არავის, მითუმეტეს ხელისუფლებას ამ მდგომარეობამდე არ მიუყვანია, თვითონ გეგმაზომიერად გარე კარნახს აყოლილებმა მიიყვანეს თავის თავი. ბუნებრივია, რომ ეს შიდა დისკუსიას, განხეთქილებას და დაპირისპირებას ბადებს. ჩვენ არ ვაპირებთ მათ ამ მდგომარეობაში ჩარევას. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, იქნება ერთი ნაწილი, რომელიც მაინც გადაწყვეტს საბოლოო ჯამში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი „შეურიგებლები“ დავარქვათ პირობითად, რომლებიც ეცდებიან, რომ არჩევნების ჩაშლაზე გარკვეული გეგმები დასახონ. რა თქმა უნდა, ეს გეგმები უპერსპექტივო იქნება, მაგრამ ამას უნდა ველოდოთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია