ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.
„ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც, ეგრეთ წოდებული, პარალელური არჩევნები ჩაატარეს და სეპარატისტებს არჩევნების ლეგიტიმაცია მისცეს. ამის შემდეგ აღადგინეს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოლქი, აღუდგინეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული საზღვრები და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი; კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა უმტკივნეულოდ გადაეცათ ოკუპანტისთვის; ომამდე ჯარიდან გაუშვეს ძველი სამხედროები და ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან; არ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა; ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რა ჩაიდინეს მათ ომის შემდეგ - ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, ხელი მოაწერეს „ტალიავინის დასკვნას“, სადაც წერია, თითქოს ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.
„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1788260097
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულება...
1788259729
საზოგადოებასუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...
1788258781
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...
1788254700
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მა...
1788253427
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...


























