სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა, რის შედეგადაც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება.
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი უცვლელად აისახა „პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1178 ბრძანებაში, რომლის მიზანი იყო, პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე, არსებული კანონქვემდებარე აქტების ხელახლა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კერძო კომპანიასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე (ვინაიდან სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში) ხელახლა აიზომა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების სრული დაცვით, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი, 1388-ის ნაცვლად, განისაზღვროს 1604 მსჯავრდებულით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტ ალან მიშელთან შეხვედრისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ საკითხი დააყენა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა არასწორად განთავსების ლიმიტის გასწორებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მოგვარების პირობა კი დღეს უკვე შესრულებულია. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაცის ემსახურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1788261602
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო
რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლებ...
1788259729
საზოგადოებასუსი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონ...
1788258781
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებ...
1788254700
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ, ფარდა ახადა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახვა, ვინაიდან შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს
საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოება მათ ამორალურ ხასიათი დაანახა, ვინაიდან მა...
1788253427
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა...


























