ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილისგან გამიჯვნა ალიანსის ნაწილსაც უნდა, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ
სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
წამყვანმა ჰკითხა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას.
„ეს არის გამორიცხული. პირდაპირ აღიარეს სააკაშვილმაც და გვარამიამაც, რომ გარე დავალებით მოხდა [ოპოზიციის] გაერთიანება. ეს ორ რამეს ემსახურებოდა - ერთი მხრივ იმას, რომ გარე ძალები ცდილობენ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაარწმუნონ, რომ „ლელო“ და გახარია არიან ცალკე პარტიები, რასაც ისინი აკეთებდნენ წინა არჩევნებში. ასევე სურდათ, რომ ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულიყო, თუმცა აქ არიან აქტორები, ვისაც ერთმანეთი ეზიზღება, ვერ იტანენ ერთმანეთს. სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოსა“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული. არაფრის რესურსი არ გააჩნიათ. მავნებლობის და საბოტაჟირების მეტი არაფერი გაუკეთებიათ და ეს ყველაფერი ხომ ჩანს?! შესაბამისად, არაფრის რესურსი აქვთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1778246602
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6874 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1778246208
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...
1778245047
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. მაჭავარიანის თქმით...
1778244295
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყვ...
1778244015
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ
შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ...


























