ლევან მახაშვილი: ჩანაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული პირები წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.
„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც ადამიანებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური საქმიანობისა, თუ სხვა პროფესიისა, შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, შტურმი განახორციელონ, მტრული ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ და ეს დარჩეს დაუსჯელი. რასაც პროკურატურა აკეთებს, არის იმ პროცესების სამართლებრივი შეფასება, რაც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში გასული ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება სწორედ იმ პროცესისა, რასაც დღეს პროკურატურა ახორციელებს. ეს ახალი არ არის, წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეული იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. ამ პროცესს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ვინმესთვის.
ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, აუცილებელია პროცესს სამართლებრივი შეფასება ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ გაქარწყლდა მითი მათთვის, ვისაც არ სჯეროდა, რომ აქცია შეიძლებოდა ყოფილიყო ორგანიზებული. სად არის აქ სპონტანურობა? ეს პროცესები არცერთი წამით არ ყოფილა სპონტანური, მოქალაქეების ემოციების გამოყენებით, ორგანიზებულად, გარე დაფინანსებით ხდებოდა და დღემდე ხდება ამ პროცესების მართვა, წახალისება, ცეცხლის შენთება. ამ ჩანაწერებით ეს კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, სპონტანურობასთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაგეგმილ, წახალისებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან“, - განაცხადა მახაშვილმა.
1762610570
სპორტი„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ ამერიკელი „არწივები“ ანგარიშით 43:30 დაამარცხეს. გუნდებს შორის დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენა“-ზე მიმდინარეობდა და ტელეკომპანია „იმედი“-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 15 ნოემბ...
1762610443
სპორტისაქართველოს ნაკრებმა იუნიორებს შორის ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე მედალი მოიპოვა
თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. იუნიორების ასაკობრივ კატეგორიაში ტრიატლის გუნდურ ესტაფეტაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი ცხადაძემ და დავით დონაძემ. ი...
1762609093
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ბუნებრივია, დაველოდებით გამოძიებას, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია
ბუნებრივია დაველოდებით გამოძიებას, თუმცა საზოგადოებისთვის ამ ადამიანთა საქმიანობა, როგორც საბოტაჟის და ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, ისედაც კარგად ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკით...
1762607176
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საბოტაჟის საქმეზე დაკავებულებზე: ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტ...
1762605510
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენო...



























