ლევან მგალობლიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა დევნილს ჰქონდეს ინფორმაცია რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი

ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე, თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა განათლებისა და კულტურის ახალი მინისტრის წარდგენისას.

აფხაზეთის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა.

„აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ბექა ღვაჩლიანი. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.

რაც შეეხება ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749904969

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

 „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. „ᲔᲡ ᲐᲠᲐ ᲛᲐᲠᲢᲝ ᲩᲐᲠᲔᲕᲐᲐ, ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞ...

გურამ მაჭარაშვილი

1749903785

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ძალიან ბევრი საჭიროება და იდეა არის და ეს ეროვნული, ძალიან დროული ინიციატივაა, იმისათვის, რომ ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით

 „ძალიან ბევრი საჭიროება და ბევრი იდეა არის და ეს ეროვნული და ძალიან დროული ინიციატივაა, იმისათვის, რომ ჩვენი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უზრუნველვყოთ სახელმწიფო გრანტების გაცემით“, - ა...

თამარ ზოდელავა

1749902522

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე

 „ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...

ლევან მაჭავარიანი

1749900013

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლას თუ გააგრძელებს, თეირანი დაიწვება

 ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის აფრთხილებს და ხაზგასმით აღნიშნავს „თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება“. „ირანელი დიქტატორ...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი

1749898147

ახალი ამბები

რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

 რომის პაპი ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.   რომის პაპის თქმით, მიმდინარე პროცესებს დიდი წუხილით აკვირდება. „ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით...

 პაპი, ლეო XIV