მაია ბითაძე საგამოძიებო კომისიაზე: ეს იქნება პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არავინ აღარასოდეს გაბედოს

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა და იმედი მაქვს, შემდგომი ეტაპი იქნება სარჩელის შემდგომი განხილვები, სადაც ნათელი მოეფინება იმ მავნებლობას და სახელმწიფო დანაშაულებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის დროს ატარებდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე თვე იმუშავა, მომზადდა დოკუმენტი და დღეს პარლამენტმა დადგენილენა დაამტკიცა.
„დადგენილებაში პრაქტიკულად თავი არის მოყრილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა როგორც საკუთარი ძალით, ასევე მისი სატელიტების მეშვეობით, უკვე მმართველობის დასრულების შემდეგ.
ადამიანის უფლებების შეზღუდვა, მედია თავისუფლების შეზღუდვა, ეკონომიკური დანაშაულები და ასევე დანაშაული სამშობლოს წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, ეს არის დანაშაულების ნაკრები, რომელიც აისახა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რაზეც მომზადება სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
ეს იქნება პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოში არავინ აღარასოდეს გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გარე ჩარევებიდან გამომდინარე, ჩვენი რადიკალები ცდილობდნენ, რომ მეხსიერებიდან წაეშალათ 9-წლიანი მმართველობა, ქილიკის საგნადაც გადააქციეს იმ ადამიანების ტრაგედია“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
პარლამენტმა 85 ხმით, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილება მიიღო.
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.
1757007455
სპორტისაქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...
1757006349
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...