მაია ბითაძე: საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთოს სანდოობას აზიანებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა.

როგორც მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს.

„მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის - უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება. ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“. - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას.

„საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთო-ს სანდოობასა და არსს აზიანებს. ასეთი განცხადებები ასახავს იმ რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს, საქართველოს მიმართ კრიტიკული მოსაზრებები ისმის იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც დასავლური ქვეყნები თავად იყენებენ საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად.

„რაც ბრიტანეთში, შვედეთსა და კანადაში მიჩნეულია დანაშაულად, არ შეიძლება მიჩნეული იყოს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ ცინიზმია მისი ნამდვილი გამოვლინებით. იგი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს გლობალური პარტნიორების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე

1751572355

საზოგადოება

პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება...

ირაკლი კობახიძე

1751572326

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით

ყველა მიმართულებით ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“ როგორც მთავრობის მეთაურმა...

ირაკლი კობახიძე

1751572292

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ

ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე