პრემიერი: დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში

დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათმა პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.

„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები და, მათ შორის, ყველა ხედავს იმას, თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და, სწორედ, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს - არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. მთელი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული ქართულ, დემოკრატიულ არჩევნებში. გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ არამარტო პარლამენტარები.

უცხოელი პარლამენტარი რომ გამოდის სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით, საარჩევნო განცხადებებით საუბრობს, ამას არა უშავს. ესეც, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეთხოვება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოსს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს. ამის შემდეგ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამომრჩევლებს მოუწოდა მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. აბსოლუტური ისტერიკა იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ხდება. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მაინც მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და, საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. ზუსტად ამ ფონზე არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება - პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751573797

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდება დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა...

ირაკლი კობახიძე

1751572516

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ

„აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძ

1751572471

საზოგადოება

პრემიერი: ქალბატონი დანიგანი წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მან გამოსვლაში სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეიდი ვენსის სიტყვებით, რაც მარტივი მანიპულაციაა

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს გან...

პრემიერიპრემიერი

1751572386

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, 2030 წლისთვის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში წინ ვერაფერი დაუდგება

ყველა მიმართულებით, განათლების სისტემის დახვეწა იქნება ეს, ჯანდაცვის სისტემაზე ზრუნვა თუ ა.შ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ თანდათანობით დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია...

ირაკლი კობახიძე

1751572355

საზოგადოება

პრემიერი: კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე - ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ მოიპოვოს უპირატესობა „დიფ სთეითის“ მიმართ

ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა ელჩი და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ თანხმობა აშშ-ში საქართველოს ელჩის დანიშვნის თაობაზე. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება...

ირაკლი კობახიძე