მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობის მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მოვლენაზე უარის თქმის გამო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ეუთოს დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს საკითხის მხარდაჭერისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769932183

საზოგადოება

დონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ

შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...

დონალდ ტრამპი

1769930880

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...

დაკავებადაკავება

1769930555

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრ...

დაკავება

1769929652

ახალი ამბები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკა...

დაკავებადაკავება

1769929351

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწ...

სახელმწიფო უსაფრთხოები