მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს ფარგლებში

ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური, ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ქალბატონ ელინა ვალტუნენს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთო-ს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის
ხაზგასმა. არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ეუთო-ს, ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზედაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზედაც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი, ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული
და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა.
„ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებული
იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, მშვიდობიანი გზით. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომელშიც ეუთო-ს წარმომადგენელიც არის ჩართული.
„კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ამავდროულად, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობის, სტაბილურობის დამცველად და ხელშემწყობად რეგიონში.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი. და ბოლოს, საქართველო ეუთო-ს სივრცეში არის საერთაშორისო წესების და სტანდარტების ერთგული ქვეყანა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში. დასასრულს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი შემდგომი ვიზიტი იქნება ორმხრივ ფორმატში და გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...