მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს, თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა, შეიძლება ფუჭი იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

სუსში თანამშრომლებისთვის წარდგენის ღონისძიებაზე მან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა, შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეული თქვენგანის იმედი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757009633

საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...

გიორგი მშვენიერაძე

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები