მეუფე შიო: როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა

„როდესაც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, როდესაც უდრტვინველად ვზიდავთ ჩვენს ჯვარს და ჩვენზე მოწევნულ მწუხარებას მორჩილებით, სიყვარულითა და თავდადებით გადავიტანთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მართებული, შესაფერისი და ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა“, - აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებაზე განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევას.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, თავის ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფალი იესო ქრისტე სახედრის კვიცზე ამხედრებული გაემართა იერუსალიმისკენ. მთელ ქალაქში ხმა დაირხა მისი შემოსვლის შესახებ და უამრავი ხალხი პალმის რტოებით ხელში გამოვიდა მის შესახვედრად; უნდოდათ ენახათ ის, ვინც შესაძლოა ყოფილიყო მესია, ისრაილის მიწიური ხელმწიფე, რომელსაც ებრაელები ელოდნენ.

მაგრამ უფალი იესო ქრისტე არ იყო ჩვეულებრივი მიწიერი მეფე, რომელიც იარაღის ძალით იპყრობს ხალხებს, არამედ იგი იყო ხელმწიფე, რომელზეც ჯერ კიდევ ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობდა: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა, მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა“. ასეთი საოცარი სიტყვებია წმინდა წინასწარმეტყველისა.

და აი, იერუსალიმში შედის ხელმწიფე, მეუფე ისრაელისა, იმისთვის, რომ გამოიხსნას ადამიანები ცოდვისა და სამყაროში გამეფებული ბოროტებისგან.

ყოველი მხრიდან გაისმოდა სახოტბო შეძახილები: „კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! კურთხეულ არს მეუფე ისრაელისა! ოსანა მაღალთა შინა!“ აი, მოვლენა, რომელსაც დღეს ვიხსენებთ და ვზეიმობთ.

თუმცა ჩვენი დღევანდელი შეკრება მხოლოდ ამ მოვლენის გახსენება როდია. დიდი საეკლესიო დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი გამოხსნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან. როგორც წესი, ამიტომ ამ დღესასწაულებს არ აქვთ მხოლოდ გახსენების მნიშვნელობა, არამედ მათ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროშიც ხდება ის, რაც მოხდა მაშინ. დღევანდელ დღესასწაულსაც აქვს ასეთი აღსრულებითი მნიშვნელობა, რამეთუ დღესაც ვიკრიბებით ქრისტეს შესახვედრად, ისევე, როგორც სხვა დიდ დღესასწაულებზე, ისევე, როგორც საღვთო ლიტურგიებზე და წმინდა ზიარების მიღების დღეებში.

„აჰა, შემოვალს მეუფე დიდებისა", - როგორც გახსოვთ, ისმის პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ე.ი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველთვის მოდის ჩვენთან, იგი ყოველთვის დგას ჩვენი გულის კართან, გვიკაკუნებს და ჩვენ დიდი სიხარულით უნდა შევეგებოთ მას.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715606192

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1715606024

ახალი ამბები

„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...

პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია

1715605888

ახალი ამბები

ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.  ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...

პარატაეკვონდოისტებმა

1715605757

ახალი ამბები

ვლადიმერ გამყრელიძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

სტამბოლში გამართულ ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ.) პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.  ქართველმა მოჭიდავემ ე.წ. „ბრინჯაოს ფინა...

ვლადიმერ გამყრელიძე

1715604490

საზოგადოება

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

 საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დრ...

ზოგადი