მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე
ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.
მისი თქმით, ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით.
„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.
ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ "Потерявши голову по волосам не плачут".
ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც "პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო.
ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების. არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
1777566411
მსოფლიოენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: მსოფლიო უდიდესი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა „უმწვავეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ“ კრიზისშ...
1777564267
საზოგადოებადავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო დელეგაციას უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ...
1777563302
მსოფლიოევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
ევროკავშირში სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევები ბოლო 10 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (Eurostat) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები...
1777560264
საზოგადოებამიხეილ დუნდუა: საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია
საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით. მიხეილ დუნდუას თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქ...
1777559245
საზოგადოებაკალასი: დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი
„დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლ...



























