მიხეილ ყაველაშვილი: განსაკუთრებული დღეა - საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი

„დღეს განსაკუთრებული დღეა — საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას.
სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენგანი გმირობისა და თავდადების მაგალითია, სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცე საყრდენს, რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.
განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მივმართო ჩვენს ვეტერანებს — იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულს და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს.
დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ, შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის.
ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.
განსაკუთრებული სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები, ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია.
მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.
საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.
ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და
გამარჯვება! თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას!
ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი! გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1746012059
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევ...
1746011995
საზოგადოებაუსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის...
1746010769
საზოგადოება7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
7 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფი...
1746010065
საზოგადოებათბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, -...
1746010013
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...