მიხეილ ყაველაშვილი: ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს

„ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქეთს არაერთ საკითხზე საერთო ხედვა აქვთ.

„შეხვედრებისას ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. შევეხეთ შემდეგ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თემებსაც, განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივა. ასეთ მაღალ დონეზე რომ არის თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ განგრძობადი იქნება.

ყველა კარგად ხედავს, რომ ამ რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა. ეს გამოიწვია პრინციპულმა, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ეს ქვეყნები აწარმოებენ. ინიციატივა, რომ ამ ფორმატში სომხეთის მხარემაც ნელ-ნელა მიიღოს მონაწილეობა, მისასალმებელია. კიდევ გაესვა ხაზი მოსაზრებას, რომ თუ ქვეყანა შენი კონკურენტია, უნდა დაასუსტო და ა.შ. აქ პირიქით გამოიკვეთა.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემი მეზობელი ქვეყანა იყოს ძლიერი. სწორედ ეს აზრები გავცვალეთ. გულწრფელი საუბარი იყო და ეს იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს, ისევე როგორც მის მეზობელ ქვეყნებს, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა სურთ.

„ჩვენ დავიცავით მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესი და სწორედ ამავე მიდგომებით არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებებიც. ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ აქ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა.

ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, არაკეთილმოსურნეებმა, რომ აქ შეუძლებელია, მოხდეს კონფლიქტი, რადგან ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან. ამაში ვართ სოლიდარულები.

გამოითქვა სურვილი, რომ ისინი ესტუმრებიან საქართველოს, როგორც თურქეთის პრეზიდენტი, ასევე ეროვნული ასამბლეის სპიკერი, რომელთანაც ასევე ძალიან თბილი შეხვედრა მქონდა. მანამდე ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც იყო ჩამოსული დელეგაციით და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, - დასძინა ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755155578

საზოგადოება

„გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2...

დაკავება, პოლიცია

1755155481

საზოგადოება

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებ...

პოლიცია

1755154880

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სააპელაციო სასამ...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

1755117496

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის ტრანზაქციებს, რომლებიც ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებლად არის საჭირო, სანქციები დროებით მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დროებით გააუქმა სანქციები, რათა რუსეთს მიეცეს შესაძლებლობა, აშშ-ში ფული დახარჯოს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის მხარდასაჭერად, რომელიც 15 აგვისტოს გაიმართება....

აშშ და რუსეთი

1755116319

მსოფლიო

სიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწე...

პიტერ სიიარტო