„მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“ - „თბილსერვის ჯგუფი“

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს ეხმაურება. 

„გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე. წარწერები გაკეთდა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც კანონდარღვევაა. რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის მერიის შპს „თბილსერვისს ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.

მოვუწოდებთ ყველას, მისცენ შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715749613

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალ...

ამინდი

1715748278

ჰოროსკოპი

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი გრძნობებს და ემოციებს არავის უზიარებთ და საკუთარ თავში მალავთ, რაც შინაგანად გაზიანებთ. ცდილობთ ყველა...

ყოველდღიური

1715715507

სოციალური მედია

,,აბა რუსული კანონიო?დაიშალეთ ბავშვებო და არჩევნებზე გააკეთეთ თქვენი არჩევანი ევროპულად!“- რას წერს ლაშა ბასლანძე

 პროდიუსერი ლაშა ბასლანძე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ლაშა ბასლანძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე გააკეთონ საკუ...

ლაშა ბასლანძე

1715715248

ახალი ამბები

პარლამენტში 15 მაისს უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს

 საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდო...

პარლამენტი გარედან

1715710812

ახალი ამბები

ომბუდსმენი: შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე საზოგადოებამ იხილა

 „შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა“,...

ზოგადი