ნათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ

კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს.
როგორც მოდებაძე წერს, მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რასაც თავად მერი, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ.
„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 30 პროგრამას ახორციელებს თავისი ქვეპროგრამებით და აღნიშნულით, ყოველწლიურად 0,5 მლნ ბენეფიციარი სარგებლობს. ეს რაოდენობა ყველაზე უკეთ მეტყველებს საკითხის აქტუალობაზე.
რამდენიმე მათგანზე შვაჩერებ ყურადღებას:
ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში 1 დაფინანსდა 630 შემთხვევა და ღვიძლის გადანერგვის 60 შემთხვევა
სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით, რომელიც 2023 წელს დაიწყო, უკვე 900-მა ადამიანმა ისარგებლა
სკრინინგის პროგრამა – 850 000-ზე მეტი კვლევა დაფინანსდა
გაფანტული სკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა - 100%-ით სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ხოლო 80% დანარჩენი მოქალაქეებისათვის
ძუძუს კიბოს მკურნალობა, რომელმაც 1 800 სიცოცხლე გადაარჩინა
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაცია - სარგებლობს 2 400 ბენეფიციარი
სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა – 500 ლარამდე უფასო მედიკამენტი, დაფინანსდა 73,354 ბენეფიციარი და ა.შ.
გარდა მერიის სამსახურებისა, 460 000 განაცხადი დააფინანსა მუნიციპალიტეტის რაიონულმა გამგეობებმა.
42 000 ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოებით და 15 000-ზე მეტ ოჯახს უფინანსდება ბინის ქირა
მიზნობრივი ფინანსური დახმარება 226 223-მა მოქალაქემ მიიღო
2018 წლიდან დაწყებული უსახლკაროთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამამ არაერთი ოჯახი გააბედნიერა, მათ შორის 355 ოჯახი, რომელიც 2022 წლამდე დარეგისტრირდა, სრულად დაკმაყოფილდა, 2022 წლიდან უსახლკარო სტატუსი 502 ოჯახს მიენიჭა და მიმდინარეობს მათი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება
კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 3 500 დაზარალებულიდან 2 489 პირი დაკმაყოფილდა
ბოლო და მნიშვნელოვანი, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით 2018-2025 წლებში აშენდა 26 ახალი და სრულად რეაბილიტირდა 14 საბავშვო ბაღი, ხოლო 8 ბაღში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს 6 ახალი ბაღის მშენებლობა.
დღეს თბილისის ბაღების მართვის სააგენტო 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღით 60 000 აღსაზრდელს ემსახურება.
საარჩევნო დაპირებები სრულდება!
მხოლოდ მშვიდობას, ღირსებითა და კეთილდღეობით, მოაქვს მსგავსი შედეგები!“ - წერს მოდებაძე.
1751306241
ახალი ამბებიელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...