ნათია თურნავა: მონდომებულები ვართ, რომ სებ-სა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს

ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება მუშაობა უფრო მეტი ინკლუზიურობის, რეფორმების გაგრძელების მიმართულებით.
„როდესაც 2 წლის წინ პროგრამა შეჩერდა, ეს იყო ერთ-ერთი ღია და შეუთანხმებელი საკითხი, რომელზედაც განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. ძალიან სასიხარულოა, რომ 2 წლის თავზე სავალუტო მისიამ აღიარა, რომ ამ კუთხითაც სასიკეთო და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას ხედავს. ასეთ პოზიტიურ ნაბიჯებად მიიჩნია: 1. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო ახლა სრულად არის შევსებული, გახსოვთ რომ იყო შეფერხება, მაგრამ ჩვენ გადავლახეთ ეს გამოწვევა, ქმედუნარიანობა საბჭოს არ დაუკარგავს და ახლა არის სრულად შევსებული. 2. მოვალეობის შემსრულებლის ამპლუიდან გადავედი უკვე მუდმივი პრეზიდენტის ამპლუაში, ანუ დამტკიცდა პრეზიდენტი და ეს ნიშნავს იმას, რომ სტაბილური არის ჩვენი მმართველობითი სტრუქტურა, კითხვის ნიშნებს და გაურკვევლობას არ იწვევს. ამ კუთხით ჩვენ აღვუთქვით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მეტი ინკლუზიურობის, რეფორმების გაგრძელების მიმართულებით“, - განაცხადა თურნავამ.
კითხვაზე - რა ფორმით გაგრძელდება თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან - სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარე მონდომებულია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„მთავარი არის, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა ძალიან მყარი სურვილი, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა. ამის ბევრი სხვადასხვაა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ მონდომებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გაძლიერდეს, გაგრძელდეს ისევე როგორც ეს ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და საპასუხო ძალიან დადებითი სურვილი და მზადყოფნაც დავინახეთ“, - განაცხადა თურნავამ.
1749151128
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე
განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია მშვიდობის გარეშე და მშვიდობა არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1749148062
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ის არის მთავარი პიროვნება მსოფლიოში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია უკრაინაში ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლით
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის „მთავარი პიროვნება“, რომელსაც შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება რუსეთზე ზეწოლის გზით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმ...
1749147959
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...
1749146280
მსოფლიოილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა
ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...
1749145146
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...