„ნეიტრალური საქართველო“: რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდან უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ზელენსკის გვერდით
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომლებმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გაცხადებულ კურსს გადაუხვია.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება რეალობას, რისი კიდევ ერთი დასტურიც ერევანში განვითარებული მოვლენებია.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, კურსიდან, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე იდგა.
სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომელმაც საკუთარ გუნდთან და უცხოელ პატრონებთან ერთად ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის და იმისათვის, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველო მაქსიმალურად დაზარალებულიყო?!
ან/და როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ კვლავ ვცდილობთ გაურკვეველი კავშირების დამყარებას ევროკავშირთან, რომელიც, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ურთულეს მდგომარეობაშია და საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკით გამოწვეული კრიზისების შედეგად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იმყოფება?!
რეალურად, ევროკავშირში დღეს რიგითი მოქალაქე ელემენტარულ საჭიროებებს ვეღარ იკმაყოფილებს, წარმოება შემცირებულია, ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა. ამას ემატება უკრაინის ომი, რომელიც უზარმაზარ ტვირთად აწევს მათ ბიუჯეტსა და პოლიტიკურ სტაბილურობას. პარალელურად, აშშ-ის მხრიდან უკვე აშკარად შეინიშნება ევროპასთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვის ტენდენცია, რაც კიდევ ერთი, ალბათ, ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება გაერთიანების უსაფრთხოებისთვის.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი დღეს არის აქტორი, რომლის მომავალიც ბუნდოვანია.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ და ისევ ამ სივრცეში ცდილობს თავის დამკვიდრებას, თითქოს იქ სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა გველოდება.
ევროკავშირის მიერ საკუთარი უსუსურობის შესანიღბად ორგანიზებულ, ერთი შეხედვით მასშტაბურ ღონისძიებაზე ფოტოების გადაღება და ნულოვანი გავლენის მქონე, ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის მტერ ფიგურებთან ხელის ჩამორთმევა არ არის დიპლომატია, რომელიც ახალ მსოფლიო რეალობაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისათვის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლოს.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეთოთხმეტე წელს კარგად უნდა იაზრებდეს, რომ მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრა არ გაუვა.
საზოგადოება ყველაზე უკეთ აღიქვამს რეალობას და არ დაუშვებს, რომ საქართველო კვლავ იმ ქვეყნად იქცეს, რომლის სუვერენიტეტსაც უცხოელი პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები და გაერთიანებები ფეხქვეშ თელავდნენ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დროა, ხელისუფლებამ გადახედოს საკუთარ კურსს, გამოფხიზლდეს და შეწყვიტოს იმ გზით სვლა, რომელიც ქვეყანას სუსტ პოზიციაში აყენებს.
საქართველოს სჭირდება პრაგმატული, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა და არა ილუზიებზე აგებული საგარეო კურსი!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...
1777973670
ახალი ამბებიდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლ...
1777973027
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ...
1777971596
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
1777971312
საზოგადოებასოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. ი...




























