ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურდ მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე ენერგოეფექტურობის უზრნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა ხდება, რუსთაველის ქუჩაზე კი გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და ძალიან მალე დავიწყებთ მეოთხე ეტაპს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.
„ქვემო ქართლის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დღეს რუსთავში მიმდინარე პროეტებს გავეცანით. მესხიშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი სრულდება, რუსთაველის ქუჩაზე კი მესამე ეტაპი. ჯამში ეს ორივე პროექტი 5 მილიონ ლარზე მეტია“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ.
მესხიშვილის ქუჩაზე პირველ ეტაპზე N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია ხდება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასის ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული განახლება. პროექტის ღირებულება 2 498 787 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტუულ პროექტებს გავეცანით დღეს. ახალ რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე არსებულ შენობებს ენეგროეფექტური რეაბილიტაცია უტარდება, რაც ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ძველ რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე არსებუბულ ისტორიულ შენობებს უტარდება რეაბილიტაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნების მიზნით”, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილმა.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია დღეისათვის N25, N34 და N36-ს უტარდება. უკვე დასრულებულია რუსთაველის N32-ის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პროექტი ფასადებისა და აივნების სრულ რესტავრაციას, დეკორატიული განათების, მოაჯირებისა და კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 2 956 693 ლარია და სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
1762595668
საზოგადოებათურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის...
1762594247
საზოგადოებასოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს...
1762592868
საზოგადოებაცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოვე...
1762591079
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...
1762587767
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთ...


























