თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსი დაათვალიერა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის კომპლექსს ეწვია.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის TUSAŞ-ის გენერალურ დირექტორ პროფესორ მეჰმეთ დემიროღლუსთან და თურქეთის სამხედრო მრეწველობის ვიცე-თავმჯდომარე, პროფესორ ჰაქან კარატაშთან გამართეს და თურქეთის თავდაცვისა და აერონავტიკის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია მოისმინეს.
კომპლექსის დათვალიერებისას, საპარლამენტო დელეგაცია, კომპანიის უახლესი ტექნოლოგიების, ინოვაციური პროექტებისა და ეროვნული თავდაცვისა და ავიაციის სფეროში შეტანილი წვლილის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
საპარლამენტო დელეგაციაში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე შედიან.
1762594247
საზოგადოებასოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს...
1762592868
საზოგადოებაცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოვე...
1762591079
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...
1762590554
საზოგადოებანინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავ...
1762587767
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთ...


























