ოხანაშვილი: ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაუძღვება ამ სამსახურს

„ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაუძღვება ამ სამსახურს“, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.
„ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მემსახურა თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის. ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან.
ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით.
ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
1757013877
საზოგადოებავოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხი...
1757011853
მსოფლიოჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო მილანში გლოვის დღე გამოცხადდა
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების გამო ქალაქში გლოვა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Il Giornale-ი იუწყება, გლოვის დღედ 8 სექტემბერი გამოცხად...
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.